საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.

17-ოქტომბერი-2021

17-ოქტომბერი-2021

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.

15-ოქტომბერი-2021

15-ოქტომბერი-2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგე...

12-ოქტომბერი-2021

12-ოქტომბერი-2021

2021 წლის 12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.

08-ოქტომბერი-2021

08-ოქტომბერი-2021

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საბჭოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარ...

2021 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვი...

< ... 16 17 18 19 20  ... >