საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

24-მაისი-2022

24-მაისი-2022

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2021 – 2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის ტექსტი შეთანხმდა

დასრულდა მოლაპარაკებები და ევროკავშირის შესაბამისი პროცედურა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021 – 2027 წლების დღის წესრიგის ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან და გრძელვადიან თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

23-მაისი-2022

23-მაისი-2022

საქართველოს ელჩი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას

2022 წლის 23-27 მაისს, საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას, რომელიც ი...

21-მაისი-2022

21-მაისი-2022

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.

21-მაისი-2022

21-მაისი-2022

ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი

20 მაისს, ტურინში გაიმართა ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

< 1 2 3 4 5  ... >