საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

17-მარტი-2022

17-მარტი-2022

ბენგალურ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია

2022 წლის 5 მარტს, ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა ბენგალურ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ ბანგლადეშის სამთავრობო წრეებისა და ქ. დაკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბანგლადეშურ საზოგადოებაში გამოჩენილი ს...

14-მარტი-2022

14-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ნეპალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2022 წლის 7-9 მარტს, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ქალბატონ ბიდია დევი ბჰანდარისთან და ნეპალის ფედერაციული დემოკრა...

10-მარტი-2022

10-მარტი-2022

საქართველოს ელჩის ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან

2022 წლის 6 მარტს, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი) შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან.

27-თებერვალი-2022

27-თებერვალი-2022

დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

2022 წლის 26 თებერვალს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის შორის.

< 1 2 3 4 5  ... >