საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე.  აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  შეფერხების მიზნით  მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

19-მაისი-2022

19-მაისი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

19-20 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

11-მაისი-2022

11-მაისი-2022

ილია დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, რომელიც ასახულია თვითშეფასების კითხვარში, სათანადოდ იქნებ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატ...

09-მაისი-2022

09-მაისი-2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო სამინისტრო ეხმიანება და გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს. მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვ...

06-მაისი-2022

06-მაისი-2022

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის,...

< 1 2 3 4 5  ... >