საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა

2021 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,  არარეზიდენტ ელჩებს ცერემონიების სასახლეში უმასპინძლა. 
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ დიპლომატებს  ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მან ასევე  ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. 

„ერთად ყოფნისა და ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობა ყველაზე კარგად კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, როდესაც, საზღვრების დაკეტვისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე დღის წესრიგში დადგა მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების, ტვირთების მიწოდების ახალი რეგულაციების შემუშავებისა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობითა და შემდეგ ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხები,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

მისივე თქმით, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, რომელიც პატივს სცემს და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ამისაკენ მოუწოდებს სხვებსაც.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს საქართველოს სამომავლო გეგმები გააცნო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით ჩვენ შევძლოთ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება. ახლახან დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო კომისია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.  

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინე საქართველოს საგარეო პოლიტიკის 10 წლის გეგმა, სადაც ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში  -  ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,“ - განცხადა ზალკალიანმა. 
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში. 

„ჩვენ, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წვერი ქვეყანა  ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებაში. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მის დასავლელ პარტნიორებთან უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად როგორიც არის ტერორიზმი, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერ-დანაშაული, ენერგოდამოკიდებულების შემცირება, გლობალური კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებაზე კონტროლის და გაუვრცელებლობის საკითხები და სხვა,“ - განმარტა მინისტრმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშნველოვან როლზე გლობალური უსაფრთხოების კუთხით. 

„გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს უნიკალური როლის და ფუნქციის დადასტურება იყო ავღანეთში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული კრიზისული მოვლენებისას, საქართველოს ქმედითი მონაწილეობა ჰუმანიტარულ და საევაკუაციო პროცესებში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოწყობილი რეგიონალური სატრანზიტო ჰაბის მეშვეობით განხორციელდა 2500-მდე სამოქალაქო პირის ევაკუაცია და რამდენიმე ათეული სატრანზიტო ფრენა,“ - აღნიშნა ზალკალიანმა. 
აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოში 24 არარეზიდენტი ელჩი ჩამოვიდა. 1-3 სექტემბერს, მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, შემდგომ კი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. 


26-თებერვალი-2022

26-თებერვალი-2022

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ფრანგ კოლეგასთან

2022 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან.

24-თებერვალი-2022

24-თებერვალი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო ...

22-თებერვალი-2022

22-თებერვალი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს ...

19-თებერვალი-2022

19-თებერვალი-2022

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

< 1 2 3 4 5  ... >