საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა

2021 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,  არარეზიდენტ ელჩებს ცერემონიების სასახლეში უმასპინძლა. 
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ დიპლომატებს  ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მან ასევე  ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. 

„ერთად ყოფნისა და ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობა ყველაზე კარგად კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, როდესაც, საზღვრების დაკეტვისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე დღის წესრიგში დადგა მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების, ტვირთების მიწოდების ახალი რეგულაციების შემუშავებისა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობითა და შემდეგ ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხები,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

მისივე თქმით, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, რომელიც პატივს სცემს და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ამისაკენ მოუწოდებს სხვებსაც.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს საქართველოს სამომავლო გეგმები გააცნო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით ჩვენ შევძლოთ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება. ახლახან დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო კომისია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.  

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინე საქართველოს საგარეო პოლიტიკის 10 წლის გეგმა, სადაც ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში  -  ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,“ - განცხადა ზალკალიანმა. 
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში. 

„ჩვენ, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წვერი ქვეყანა  ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებაში. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მის დასავლელ პარტნიორებთან უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად როგორიც არის ტერორიზმი, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერ-დანაშაული, ენერგოდამოკიდებულების შემცირება, გლობალური კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებაზე კონტროლის და გაუვრცელებლობის საკითხები და სხვა,“ - განმარტა მინისტრმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშნველოვან როლზე გლობალური უსაფრთხოების კუთხით. 

„გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს უნიკალური როლის და ფუნქციის დადასტურება იყო ავღანეთში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული კრიზისული მოვლენებისას, საქართველოს ქმედითი მონაწილეობა ჰუმანიტარულ და საევაკუაციო პროცესებში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოწყობილი რეგიონალური სატრანზიტო ჰაბის მეშვეობით განხორციელდა 2500-მდე სამოქალაქო პირის ევაკუაცია და რამდენიმე ათეული სატრანზიტო ფრენა,“ - აღნიშნა ზალკალიანმა. 
აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოში 24 არარეზიდენტი ელჩი ჩამოვიდა. 1-3 სექტემბერს, მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, შემდგომ კი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. 


18-თებერვალი-2022

18-თებერვალი-2022

საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა კულტურული ცენტრი “India Habitat Centre”-ის დირექტორ ბატონ სუნიტ ტანდონთან

2022 წლის 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა კულტურული ცენტრი “India Habitat Centre”-ის დირექტორ ბატონ სუნიტ ტანდონთან.

16-თებერვალი-2022

16-თებერვალი-2022

საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის მინ...

2022 წლის 16 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის მინისტრთან, ბატონ მანსუხ მანდავიასთან.

04-თებერვალი-2022

04-თებერვალი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილი ა...

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილი ა.წ. 1-4 თებერვალს ეწვია შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 74-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის...

31-იანვარი-2022

31-იანვარი-2022

ბანგლადეშში გამოიცა ბენგალურ ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი

2022 წლის იანვარში ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი. პოემის თარგმანი ეკუთვნის ბატონ ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწი...

< 1 2 3 4 5  ... >