საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დროული დახმარებისთვის მადლობას უხდის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. 

"ქაბულში განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაცია, მოითხოვდა კარგ და სწრაფ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. თბილისი მოულოდნელად გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მნიშვნელოვანი კერა. 

მოქნილობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა თბილისის აეროპორტის გამოყენების კუთხით, ძალიან ღირებული იყო. ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო და ის წარმოადგენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გამოვლინებას. 

მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება და ველი თქვენთან კიდევ ერთხელ პირადად შეხვედრის შესაძლებლობას," - ნათქვამია ფინელი დიპლომატის წერილში. 
აღსანიშნავია, რომ წერილი დავით ზალკალიანს 2021 წლის 4 სექტემბერს გამართულ მიღებაზე, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კირსტი ნარინენმა გადასცა.

25-იანვარი-2022

25-იანვარი-2022

დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

2022 წლის 24 იანვარს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

19-იანვარი-2022

19-იანვარი-2022

ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - დავით ზალკალიანი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და ...

18-იანვარი-2022

18-იანვარი-2022

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ას...

17-იანვარი-2022

17-იანვარი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.

< 1 2 3 4 5  ... >