საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკვაშირებით

20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები  დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. 

დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. 

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის. 

15-სექტემბერი-2022

15-სექტემბერი-2022

ინდოეთში საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში...

2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან.

25-აგვისტო-2022

25-აგვისტო-2022

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს

2022 წლის 18-21 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. დელიში), ბატონი არჩილ ძულიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბა...

08-აგვისტო-2022

08-აგვისტო-2022

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.

< 1 2 3 4 5  ... >