საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ჯოზეფ ბორელთან შეხვდერაზე: „ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ღამის კურიერში“, ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

„ჯოზეფ ბორელთან, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან აქცენტები იყო გაკეთებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, იმ უკანონო დაკავებებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სულ რამდენიმე დღის წინ და ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან უკანონო ტყვეობაში ცხინვალის საპატიმროში, იმის აუცილებლობაზე, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგბრობის ასეთი ქმედებების აღსაკვეთად,“ - განაცხადა ზალკალიანმა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავს აგრესიულ პოლიტიკასა და უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიეზბე ადგილი უკვე ჰქონია, სადაც საქართველომ თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ზომას მიმართა მათ აღსაკვეთად. მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.
 
დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს ყურადღება. 
„ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციზე. უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მოგეხსენებათ, პირველი იყო საქართველო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციის შედეგად მოხდა დაკავებულების გათავისუფლება და იმ რუკების მიწოდება, რომელიც აზერბაიჯანისთვის იყო მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ასევე ცნობილია ჩვენი ინიციატივის შესახებ, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. სწორედ ამ თემაზე მქონდა მასთან საუბარი და ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა. გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოც სამმხრივ ფორმატში იყოს წარმოდგენილი ძლიერად და ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა,“ - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

24-მაისი-2022

24-მაისი-2022

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2021 – 2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის ტექსტი შეთანხმდა

დასრულდა მოლაპარაკებები და ევროკავშირის შესაბამისი პროცედურა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021 – 2027 წლების დღის წესრიგის ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან და გრძელვადიან თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

23-მაისი-2022

23-მაისი-2022

საქართველოს ელჩი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას

2022 წლის 23-27 მაისს, საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას, რომელიც ი...

21-მაისი-2022

21-მაისი-2022

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.

21-მაისი-2022

21-მაისი-2022

ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი

20 მაისს, ტურინში გაიმართა ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

< 1 2 3 4 5  ... >