საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის, ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ამ გზაზე შემდგომი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-რუსეთის დიალოგის ფარგლებში პარტნიორ სახელმწიფოებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რომ საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ღირებულ და საიმედო პარტნიორს და ასევე აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.

„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი და მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, შესაბამისად იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც იყო წამოწეული ცნობილ ორ დოკუმენტში, ნატოელი პარტნიორების პოზიცია არის მყარი, რომ კერძოდ არ გადაიხედება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, და რომ არავის აქვს უფლება საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილოს ესა თუ ის რეგიონი და რომ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა თავად აირჩიონ თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსი სურთ გაწევრიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს“-აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ნატო-ს ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდგომ.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხედვებს, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მათ შორის კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა. მინისტრმა პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის შესახებ და მიესალმა პარტნიორ სახელმწიფოების მხრიდან კოორდინაციის გაზრდილ დინამიკას.

ნატო-ში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა პოლონეთის მისიის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევით მიმდინარე წლის 17-18 იანვარს ხორციელდება.

11-აპრილი-2022

11-აპრილი-2022

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

11 აპრილს, ქ. ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

04-აპრილი-2022

04-აპრილი-2022

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

22-მარტი-2022

22-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის ასამის შტატში

2022 წლის 18-21 მარტს, ასამის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა შტატის მთავარ მინისტრთან, ჰიმანტა ბისვა სარმასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთო ინტერესის სხვადასხვა საკითხი, ასევე საქართველოსა და ასამს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივ...

18-მარტი-2022

18-მარტი-2022

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებ...

18 მარტს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს მ.წ....

< 1 2 3 4 5  ... >