საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

21-დეკემბერი-2021

21-დეკემბერი-2021

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, შრი ლანკის დემოკრატიუ...

შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში გაიმართა ელჩის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის მინისტრთან, ბატონ პრასანა რანატუნგასთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორ...

20-დეკემბერი-2021

20-დეკემბერი-2021

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საელჩოს დაფარვის ქვეყანაში, მალდივის რესპუბლიკაში

მალდივის დედაქალაქ მალეში შედგა ელჩის შეხვედრები მალდივის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, სახალხო მაჯლისის სპიკერთან, ბატონ მოჰამედ ნაშიდთან, ასევე საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ ახმედ ხალილთან და სამინისტროს ევროპის, ამერიკისა და ოკეანეთის დეპარტამენტის კურატორ გაერთიანებუ...

17-დეკემბერი-2021

17-დეკემბერი-2021

2021 წლის 17 დეკემბერს საქართველომ, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყნამ ორგანიზაციის 44-ე მ...

2021 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა უმასპინძლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინის...

16-დეკემბერი-2021

16-დეკემბერი-2021

დავით ზალკალიანი ჯოზეფ ბორელთან შეხვდერაზე: „ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ღამის კურიერში“, ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

< ... 6 7 8 9 10  ... >