საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, ქ. კოლკატაში საპატიო კონსულ ბატონ არჯუნ კუმარმთან ერთად უმასპინძლა ქ. კოლკატაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას

2021 წლის 28-29 დეკემბერს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, ქ. კოლკატაში. 

ვიზიტის ფარგლებში,  ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, ქ. კოლკატაში ახლადდანიშნულ საპატიო კონსულ ბატონ არჯუნ  კუმარმთან ერთად  უმასპინძლა ქ. კოლკატაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. 

2021 წლის 29 დეკემბერს, ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ასევე ეწვია კომპანია Tata Steel-ის ლოგისტიკურ ცენტრს.

 

 

17-მარტი-2022

17-მარტი-2022

ბენგალურ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია

2022 წლის 5 მარტს, ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა ბენგალურ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ ბანგლადეშის სამთავრობო წრეებისა და ქ. დაკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბანგლადეშურ საზოგადოებაში გამოჩენილი ს...

14-მარტი-2022

14-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ნეპალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2022 წლის 7-9 მარტს, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ქალბატონ ბიდია დევი ბჰანდარისთან და ნეპალის ფედერაციული დემოკრა...

10-მარტი-2022

10-მარტი-2022

საქართველოს ელჩის ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან

2022 წლის 6 მარტს, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი) შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან.

27-თებერვალი-2022

27-თებერვალი-2022

დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

2022 წლის 26 თებერვალს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის შორის.

< 1 2 3 4 5  ... >