საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა

2021 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა. 

დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს მიულოცა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში.

 



15-სექტემბერი-2022

15-სექტემბერი-2022

ინდოეთში საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში...

2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან.

25-აგვისტო-2022

25-აგვისტო-2022

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს

2022 წლის 18-21 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. დელიში), ბატონი არჩილ ძულიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბა...

08-აგვისტო-2022

08-აგვისტო-2022

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.

< 1 2 3 4 5  ... >