საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.

27-დეკემბერი-2021

27-დეკემბერი-2021

დიასპორის დაჯილდოება 2021

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია.

24-დეკემბერი-2021

24-დეკემბერი-2021

“პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა" - სალომე ზურაბ...

22 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში – "საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა.

24-დეკემბერი-2021

24-დეკემბერი-2021

„მინდა ბატონ მინისტრს, დავით ზალკალიანს და მთელს თქვენს შემადგენლობას გადავუხადო მადლობა“- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის მონა...

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“ მონაწილეებს გახსნით სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

23-დეკემბერი-2021

23-დეკემბერი-2021

ელჩების ყოველწლიური კონფერენცია 2021 “საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე” ვირტუალურ რეჟიმში მიმდიანრეობს

2021 წლის 22-24 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2021 – საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“.

< ... 6 7 8 9 10  ... >