საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ემინე ჯაფაროვას შორის 2022 წლის 6 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2022 წლის 6 იანვარს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ემინე ჯაფაროვასთან.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  შეფერხების მიზნით, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. 

საუბრისას ხაზი გაესვა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, მუქარისა და ულტიმატუმების გზით შეინარჩუნოს გავლენის სფეროები მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე და შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და ძირს უთხრის შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და სხვა პროვოკაციული ქმედებების გააქტიურება. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინაშე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებული მწვავე ვითარების ფონზე საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან ასევე გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინელ კოლეგას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა აღუთქვა.


15-სექტემბერი-2022

15-სექტემბერი-2022

ინდოეთში საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში...

2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან.

25-აგვისტო-2022

25-აგვისტო-2022

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს

2022 წლის 18-21 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. დელიში), ბატონი არჩილ ძულიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბა...

08-აგვისტო-2022

08-აგვისტო-2022

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.

< 1 2 3 4 5  ... >