საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

2022 წლის 26 თებერვალს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის შორის.
 
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე.
 
მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს  ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას. 
 
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე  და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.

10-ივნისი-2022

10-ივნისი-2022

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ...

2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილ...

06-ივნისი-2022

06-ივნისი-2022

ილია დარჩიაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისებისა და განათლების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრთან აიშათ მოჰამედ დიდისთან (Ms. Aishath Mohamed Didi), განათლების მინისტრთან აიშათ ალისთან (Dr. Aishath Ali), საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ...

28-მაისი-2022

28-მაისი-2022

​ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას - საერთო ...

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა.

26-მაისი-2022

26-მაისი-2022

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ...

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართვ...

< 1 2 3 4 5  ... >