2022 წლის 10-11 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC). ვიზიტის ფარგლებში PCSC-ი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს.
კომიტეტმა მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ალიანსსა და საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და ეწვია სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს.
ვიზიტის ფარგლები განხილულ იქნა უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მის განხორციელებაზე გამახვილდა.
გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკას, საერთო გამოწვევების შესახებ მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზაობასა და ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისათვის.