საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის ასამის შტატში

2022 წლის 18-21 მარტს, ასამის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა შტატის მთავარ მინისტრთან, ჰიმანტა ბისვა სარმასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთო ინტერესის სხვადასხვა საკითხი, ასევე საქართველოსა და ასამს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩაის და სხვა სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიების შესახებ. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩს მიეცა ასევე შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა შტატის მთავრობის ორგანიზებით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და გაეცნო ასამის მდიდარი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა.