ინდოეთის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა:
1992 წლის 28 სექტემბერს.
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში გაიხსნა:
2010 წლის 25 თებერვალს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში:
- ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი (2016 წ. ივლისიდან, დღემდე);
- ბ-ნი ლევან ნიჟარაძე (2014-2016);
- ბ-ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილი (2010-2014).
ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
- ბ-ნი კ. დ. დევალი (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2019 წლის აგვისტოდან, დღემდე);
- ბ-ნი იოგეშვარ სანგვანი (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2016 წ. ნოემბრიდან, 2019 წ. ივნისამდე);
- ბ-ნი სურეშ ბაბუ (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2013-2016);
- ბ-ნი აჩალ კუმარ მალჰოტრა (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2009-2012);
- ქ-ნი რინა პანდეი (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2005-2009);
- ბ-ნი დიპაკ ვორა (რეზიდენციით ქ. ერევანი -2002-2005);
- ბ-ნი ვიდია ბჰუშან სონი (რეზიდენციით ქ. კიევი - 1997-2002);
- ბ-ნი რაჯენდრა რაი კუმარი (რეზიდენციით ქ. კიევი - 1995-1997).
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული:
- ბ-ნი არჯუნ კუმარი (ქ. კოლკატა - 2022 წ. იანვრიდან, დღემდე);
- ბ-ნი სატინდერ პალ სინგჰ აჰუჯა (ქ. მუმბაი - 2014 წ. აპრილიდან, დღემდე);
- ბ-ნი კულდიპ სინგჰ დჰინგრა (ქ. დელი - ინდოეთი - 2000 წ. დეკემბრიდან 2009 წ. ივლისამდე).
ინდოეთიდან საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები:
2021 წ. 9 - 10 ივლისი - ბ-ნი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
2019 წ. იანვარი - ბ-ნი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი, ინდოეთის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი;
2016 წ. ნოემბერი - ბ-ნი აშოკ გაჯაპათი რაჯუ, ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი;
2016 წ. ივლისი - ქ-ნი სუჯატა მეჰტა, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (Secretary (West);
2013 წ. ივლისი - ბ-ნი აჯაი ბისარია, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის გაერთიანებული მდივანი (Joint Secretary);
2011 წ. მაისი - ბ-ნი პარვიზ დევანი, საზღვარგარეთის ქვეყნებში ინდოეთის საქმეთა სამინისტროს მდივანი;
2005 წ. აპრილი - ინდოეთის რესპუბლიკის კომერციისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;
2004 წ. დეკემბერი - ბ-ნი რაჯივ დოგრა, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (Under Secretary);
1978 წ. ივნისი - ბ-ნი ატალ ბიჰარი ვაჯპაი, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი);
1976 წ. - ქ-ნი ინდირა განდი, ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი);
1955 წ. ივნისი - ბ-ნი ჯავაჰარლალ ნერუ, ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი).
საქართველოდან ინდოეთში განხორციელებული ვიზიტები:
2019 წ. ივლისი - ბ-ნი ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
2019 წ. იანვარი - ბ-ნი აკაკი საღირაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
2017 წ. სექტემბერი - ბ-ნი ნოდარ კერესელიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
2017 წ. მაისი - ბ-ნი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;
2017 წ. აპრილი - ბ-ნი გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2016 წ. დეკემბერი - ბ-ნი ზვიად გონაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2016 წ. ნოემბერი - ბ-ნი მერაბ მალანია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2016 წ. აპრილი - ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
2014 წ. აპრილი - ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2013 წ. მაისი - ბ-ნი ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
2011 წ. დეკემბერი - ბ-ნი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
2011 წ. მარტი - ბ-ნი პაპუნა დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
2011 წ. - ქ-ნი ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბ-ნი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
2010 წ. - ბ-ნი ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
2010 წ. მარტი - ბ-ნი ალექსანდრე ნალბანდოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2005 წ. - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
2000 წ. მაისი - ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სამართლებრივი ბაზა:
2019 წ. ივლისი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის;
2019 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის PHD სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;
2018 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;
2018 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ბენგალის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;
2017 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ინდოეთის მრეწველობის კონფედერაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;
2017 წ. ივლისი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
2017 წ. აპრილი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ;
2011 წ. დეკემბერი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;
2011 წ. დეკემბერი - საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ;
2010 წ. მარტი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ;
2000 წ. მაისი - ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ;
1995 წ. - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.