ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს ანშუმან გაურს
2024 წლის 7 მარტს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს, ანშუმან გაურს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით მათ ინტენსიფიკაციაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რაც ნათლად მიუთითებს ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე.
პროტოკოლის ხელმძღვანელმა საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა ინდოეთში მომავალი საქმიანობის პროცესში და დაუდასტურა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობაზე.