ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით მდივანთან
2024 წლის 10 ივნისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით მდივანთან (ევრაზია), ჩარანჯიტ სინგჰთან.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ მიულოცა ინდურ მხარეს არჩევნების დასრულება და გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მისალოცი წერილი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის სახელზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.