ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის შეხვედრა ინდური ინდუსტრიის კონფედერაციის უფროს დირექტორთან
2024 წლის 13 ივნისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდური ინდუსტრიის კონფედერაციის უფროს დირექტორთან მანიშ მოჰანთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების, ტურიზმის, ვაჭრობის კუთხით არსებული ვითარება და მათი განვითარების გზები.
მხარეები შეთანხმდნენ ახლო მომავალში ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში ერთობლივი ღონისძიების გამართვაზე.