Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანთან (დასავლეთი) ტანმაია ლალთან

2024 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანთან (დასავლეთი), ბატონ ტანმაია ლალთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ბიზნესი, კულტურა და განათლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტებისა და პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობა ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინდოეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობის ნიშანია.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და ინდოეთს შორის.