Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება

2026 წლის 26 მაისს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.

ინდოეთის მხრიდან საპატიო სტუმარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მდივანი, სიბი ჯორჯი. თავის სიტყვაში მან ისაუბრა საქართველო-ინდოეთის ისტორიულ კავშირებზე, გასულ წელს გამართულ ვიზიტებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოში ჩატარებულ პოლიტიკურ კონსულტაციებზე, გოას ყოველწლიურ „ქეთევანის ფესტივალზე“, ტურიზმის მზარდ რიცხვზე, საქართველოში მყოფ ინდოელ სტუდენტებზე, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. 

მიღებას დაესწრო 300-მდე სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ დელიში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები, ინდოეთის საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროთა ოფიციალური პირები, ჟურნალისტები, სავაჭრო პალატათა ხელმძღვანელები, ინდოეთის საქმიანი და სამეცნიერო წრეების, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. 

მიღებისას ეკრანზე მიმდინარეობდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი კლიპების ჩვენება. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინდა ჭაჭ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „The Economic Times“-ში  გამოქვეყნდა ელჩის ინტერვიუ (https://government.economictimes.indiatimes.com/news/policy/unlocking-indias-gateway-to-europe-georgias-strategic-role/131340171) . ასევე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა დელის ერთ-ერთი უძველესი და ცნობადი ნაგებობა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ქბ მინარი“.