Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო, საპასპორტო და სავიზო საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, ამან პურისთან

2024  წლის 25 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო, საპასპორტო და სავიზო საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, ამან პურისთან. შეხვედრაში მონაწილეობდა საელჩოს კონსული, ქეთევან ლაგვილავა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საკონსულო თემატიკა, ასევე სხვადასხვა საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ინდოეთს შორის ხალხთა შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.