საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ქალბატონ მეენახშიტ ლეხისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან საგარეო და კულტურის საკითხებში
2024 წლის 15 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან საგარეო და კულტურის საკითხებში, მეენახშიტ ლეხისთან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საელჩოს უფროსი მრჩეველი ანა დობორჯგინიძე, კონსული ქეთევან ლაგვილავა, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი მდივანი (ევრაზია) ჩარანჯიტ სინგჰი, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის სამმართველოს საქართველოს დესკი, კულვანტ სინგჰი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ბიზნესი, კულტურა და განათლება.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების მნიშვნელობას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის მეტად გაღრმავების კონტექსტში.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა. სახელმწიფო მდივანმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.