Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა მზის საერთაშორისო ალიანსის (ISA) გენერალურ დირექტორთან, აჯაი მატჰურთან

2024  წლის 19 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა მზის საერთაშორისო ალიანსის (ISA) გენერალურ დირექტორთან, აჯაი მატჰურთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში ალიანსის როლზე და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.