Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით მდივანთან (ევრაზია) ჩარანჯიტ სინგჰთან

2024  წლის 19 მარტს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით მდივანთან (ევრაზია), ჩარანჯიტ სინგჰთა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები, მათ შორის საკონსულო თემატიკა.  

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზე თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.