საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება ქ. ნიუ-დელიში, ინდოეთი
2024 წლის 27 მაისს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.
საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში მადლიერება გამოხატა მონაწილეთა მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის. ყურადღება გაამახვილა საქართველოს უცვლელ და მომავალზე ორიენტირებულ არჩევანზე, მშვიდობიანად აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი.
ელჩმა ისაუბრა საქართველო-ინდოეთის ურთიერთობებზე, ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ დინამიკაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ინდოელ სტუდენტთა დაინტერესებას. ელჩმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.
ინდოეთის მხრიდან საპატიო სტუმარი იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საგარეო და კულტურის საკითხებში, ქალბატონი მეენახშიტ ლეხი. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველო-ინდოეთის ისტორიულ კავშირებზე, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადაცემაზე, თბილისში მის ვიზიტზე, ინდოელთა მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდაზე დამომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
მიღებას დაესწრო 200-მდე სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ დელიში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები, ინდოეთის საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროთა ოფიციალური პირები, ქართული დიასპორა, ჟურნალისტები, ინდოეთის საქმიანი წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს საპატიო კონსულები.
მიღებისას გათამაშდა ავიაკომპანია „Indigo“-ს დელი-თბილისი-დელი ავიარეისის ორი ღია ბილეთი.