ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის შეხვედრა ინდური სავაჭრო პალატებისა და ინდუსტრიის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ქალბატონ გუნვეენა ჩადჰასთან
2024 წლის 28 ივნისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდური სავაჭრო პალატებისა და ინდუსტრიის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ქალბატონ გუნვეენა ჩადჰასთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები, არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივა.
საელჩო და ფედერაცია შეთანხმდნენ ახლო მომავალში ინდოეთში ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე.