Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალი გოაში - „ქეთევანის ფესტივალი 2025“

2025 წლის 21 მარტს, გოაში, ინდოეთი გაიმართა ყოველწლიური ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალი - „ქეთევანის ფესტივალი“, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ინდოეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების გაღრმავებისა და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას.

წლევანდელი ფესტივალი ორგანიზებული იყო ინდოეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატის, აკაშ ტიმბლოს მჭიდრო თანამშრომლობით.

ფესტივალის პროგრამა მოიცავდა როგორც ინდოეთის ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ჯგუფების, ასევე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის გამოსვლებს.

საქართველო წელს ფესტივალზე წარადგინა ანსამბლმა „გურჯაანი“, რომელმაც მაყურებელს ქართული ფოლკლორის უნიკალური მრავალხმიანობა გააცნო.

ღონისძიებას, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ესწრებოდნენ გოას შტატის ხელისუფლების პირები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ინდოეთის კულტურის სფეროს, მედიისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

„ქეთევანის ფესტივალი“ განაგრძობს ქართველ და ინდოელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ხელოვნებისა და მუსიკის ენით.