Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა მის აღმატებულებას, მალდივის რესპუბლიკის პრეზიდენტს დოქტორ მოჰამედ მუიზუს

2024 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა მალდივის რესპუბლიკის პრეზიდენტს დოქტორ მოჰამედ მუიზუს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მუიზუმ მაღალი შეფასება მისცა მალდივებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა. ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა მოჰამედ მუიზუმ ელჩ ვახტანგ ჯაოშვილს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.