Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანთან (დასავლეთი), ბატონ პავან კაპურთან

2024  წლის 22 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანთან (დასავლეთი), ბატონ პავან კაპურთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ბიზნესი, კულტურა და განათლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს. ამასთანავე, ელჩმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტებისა და პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რაც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკის მაჩვენებელია.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მდივანმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.