Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება ქ. ნიუ-დელიში, ინდოეთი

2025 წლის 26 მაისს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე, დღევანდელ პარტნიორობაზე, ასევე ხაზი გაუსვა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობათა სწრაფად მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ საქართველოში ამჟამად უმაღლეს განათლებას ეუფლება 21 ათასზე მეტი ინდოელი სტუდენტი, ხოლო გასულ წელს ჩვენს ქვეყანას ეწვია 124 ათასზე მეტი ინდოელი ტურისტი.

ვახტანგ ჯაოშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების - საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების, ასევე საპარლამენტო დელეგაციის - მნიშვნელობას. გარდა ამისა, მან ისაუბრა თავის ოფიციალურ ვიზიტებზე მალდივებში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშში, ნეპალსა და ბუტანში, რომელთა მიზანი იყო სამხრეთ აზიის ქვეყნებთან საქართველოს კავშირების გაღრმავება.

ინდოეთის მთავრობის სახელით მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ საქმეთა მდივანი, თანმაია ლალი. თავის მოხსენებაში ბ-ნმა ლალმა გაიხსენა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ღრმა ისტორიული კავშირები, აღნიშნა საქართველოს მიმართ ინდოელ მოქალაქეთა ინტერესი და მიმოიხილა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიღებას დაესწრო 250 სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ დელიში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები, ინდოეთის საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროთა ოფიციალური პირები, ქართული დიასპორა, ჟურნალისტები, ინდოეთის საქმიანი წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს საპატიო კონსულები.

2025 წლის 25 მაისს დელიში, ინდოეთი საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობა, „ქათბ მინარი“.