საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი მალდივების რესპუბლიკაში
2023 წლის 3-6 მარტს შედგა საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი მალდივების რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი ორმხრივი შეხვედრები მალდივების რესპუბლიკის სახალხო მაჯლისის სპიკერთან, მოჰამედ ნაშიდთან და მალდივების რესპუბლიკის გენდერული თანასწორობის, ოჯახისა და სოციალური მომსახურებების მინისტრთან, აიშატ მოჰამედ დიდისთან.
შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და მალდივებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, ელჩმა ასევე გამართა შეხვედრები რამდენიმე მალდივური კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც განხილული იქნა საქართველოსა და მალდივებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები. ელჩი ასევე ეწვია თინუსის წარმოების ერთ-ერთ უმსხვილეს მალდივურ კომპანიას.